21:08 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-03 03:04:43, 1296 ნახვა

სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე GDI-ს თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი დააკავეს.

"საქართველოს პარლამენტთთან სხვა უფლებადამცველებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მშვიდობიანი პროტესტის უფლებით სარგებლობისას უკანონოდ დააკავეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზეა გადაყვანილი. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ედუარდი და სხვა დაკავებული უფლებადამცველები". - წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

გარდა ამისა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კიდევ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ადვოკატი შოთა თუთბერიძე. 

როგორც აქციაზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, პოლიციამ პროტესტის მონაწილეები მხოლოდ იმის გამო დააკავა, რომ მათ ხელში ბანერები ეჭირათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
თსსუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკიდან ვარდნის შედეგად ქალი დაიღუპა
ექიმი: ელენე ხოშტარიას აქვს ძლიერი ტკივილები, კვლევები მულტიპროფილურ კლინიკაში უნდა ჩაუტარდეს
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics