11:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 12:57:44, 1421 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო.

როგორც პოდოლიაკმა იტალიურ ტელეარხ Rai-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინას შორი მანძილის Storm Shadow რაკეტები, "ლეოპარდის" ტანკები, ასევე  საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები უკვე აქვს.

"კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება. ეს არის ინტენსიური ომი საზღვრის 1 500 კილომეტრზე, მაგრამ მოქმედება უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში",- განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics