14:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 17:38:53, 1462 ნახვა

ომი უკრაინაში
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა, ხოლო ტერორისტული რეჟიმი რუსეთში რასისტულად,- აღნიშნულის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იეგორ ჩერნევმა განაცხადა.

ჩერნევის განცხადებით, ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ასახავს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რათა უკრაინას დახმარება გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ გაუწიოს.

"ლუქსემბურგში ასამბლეის ამ სესიაზე, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღება, რომელსაც დიდი პოლიტიკური შედეგი ექნება",- განაცხადა ჩერნევმა.

გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე აღიარებს რუსეთის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ, როგორც გენოციდს, გმობს რაშიზმის იდეოლოგიას, მხარს უჭერს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სანქციებს, რეპარაციებსა და უკრაინის „მარშალის გეგმას“.

მისივე თქმით, ასამბლეამ ასევ მოუწოდა მათი ქვეყნების მთავრობებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად გამოაცხადონ, რომ უკრაინა NATO-ს ალიანსის წევრი გახდება.

"ეს არის ჩვენი დიპლომატიური გამარჯვება. ყველა ჩვენი მთავარი სურვილი დეკლარაციის საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია",- დასძინა ჩერნევმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics