|
2023-05-18 11:18:33, 970 ნახვა
სამართალი
კუპატაძე - 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - დღის ბოლომდე მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, რომელთა ფარგლებშიც, 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული. როგორც კუპატაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დაკავებულთა შორის როგორც მამაკაცები, ასევე ქალები არიან. "სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. ფონიჭალაში დაკავებულია 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება ღონისძიებები. დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. დაკავებულები არიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები. დაკავებულებს შორის არასრუწლოვნები არ ფიგურირებენ. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები",- განაცხადა კუპატაძემ. მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებაა ამოღებული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)