00:08 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 15:46:00, 1044 ნახვა

სამართალი
ნაფიცმა მსჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსჯულებმა შურისძიებით ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, ნაფიცმა მსჯულებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. 

"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მამაკაცმა ქალი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით გაიცნო და მას შემდეგ, თვეების განმავლობაში მასთან პირადი ურთიერთობა ჰქონდა.  

2022 წლის 22 აგვისტოს დაზარალებულმა სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე ბრალდებულთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა. ფარული ურთიერთობის საჯაროდ გაცხადება მიუღებელი აღმოჩნდა მამაკაცისთვის, რის შემდეგაც მან შურისძიების მიზნით, მსხვერპლი ვარკეთილში მდებარე სასაფლაოსთან მიიყვანა, სადაც სასტიკად სცემა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა. 

ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, დამნაშავედ ცნეს",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics