|
2023-05-08 17:45:10, 1004 ნახვა
სამართალი
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორზე ძალადობაში 2 მსჯავრდებულს სააპელაციომ ბრალი დაუმძიმა
5 ივლისის საქმეზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულებს სააპელაციო სასამართლომ ბრალი დაუმძიმა. სასამართლომ ორივე მსჯავრდებულს, გიორგი წარუაშვილსა და გიორგი მაღრაძეს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, სასამართლომ ერთი მსჯავრდებული გიორგი მაღრაძე სხდომათა დარბაზშივე დააკავა, ხოლო გიორგი წარუაშვილი ძებნილად გამოცხადდება. რაც შეეხება დანარჩენ 5 პირს, მათთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა:
მსჯავრდებული 7 პირიდან ნაწილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის - თამარ თათარაშვილის, „ნიუ პოსტის“ ფოტოგრაფის - ზურაბ ცერცვაძის, „ფორმულას“ ფოტოგრაფის - ვახტანგ ქარელისა და ნაწილი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ოპერატორის - ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში არიან მსჯავრდებულები. აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის აქციის არცერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ+ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომელთაც პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფო“ მეთაურობდა, 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებს დაესხნენ თავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)