|
2023-05-05 14:28:39, 1496 ნახვა
სამართალი
გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე - ადგილზე ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა კამერების წინ
ამოღებული ყველა ნივთი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ,- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების შეკითხვას გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის შესაძლო გაყალბების შესახებ. გომელაურის თქმით, ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონი შემთხვევის ადგილზე გარდაცვალების შემდეგ მიიტანეს და დალუქეს - ტყულია. „მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა, ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. ყველაფერი გადაღებულია, უწყვეტი კადრებით ვიღებდით ჩვენი სამსახური და საექსპერტო სამსახური. ყველა ადგილზე ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე კამერების წინ და გადავცემთ პროკურატურას თუ გადავეცით უკვე აღარ მახსოვს. არ ვიცი საიდან მოიტანეს ინფორმაცია, რომ ტელეფონი მერე მოიტანეს და დაილუქა არის ტყუილი. ასე, რომ დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოებაა. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა და ამბობს, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)