22:37 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 15:43:25, 1601 ნახვა

ომი უკრაინაში
უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, 23 დაღუპულს შორის, 5 ბავშვია

ჩერკასის რაიონში, უმანში, მაღალსართულიან შენობაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 23 ადამიანი, მათ შორის  5 ბავშვი - ორი ბიჭი (წლინახევრისა და 16 წლის) და სამი გოგო (8,11 და 14 წლის).

ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები გრძელდება, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 28 აპრილს, დილით, რუსეთის რეჟიმმა უკრაინაზე მორიგი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს. მტრის ერთ-ერთი რაკეტა უმანში მაღალსართულიან შენობას მოხვდა. 15:00 საათისთვის ცნობილი იყო 17 მსხვერპლი, მათ შორის სამი ბავშვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics