01:21 - 26 Jun, 2026
|
2023-04-26 18:46:37, 1467 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რა გახდა ქართველი მებრძოლის გარდაცვალების მიზეზი, მისი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში საქართველოს საკონსულო აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია. "ზურაბ ოდიშვილი, ჩვენი მეგობარი გმირი ქართველი! ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს, ცრემლები აღარ გვაქვს და გული ქვა გაგვიხდა ყოველ დღე დავსტირით ჩვენს გმირებს! ოქროს გულის კაცი!", - წერს ლადო გამსახურდია. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)