01:21 - 26 Jun, 2026
|
2023-04-26 18:17:39, 1538 ნახვა
ომი უკრაინაში
იტალიის პრემიერ-მინისტრი - გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ევროპულ ოჯახშია
გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა და უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა. მისივე თქმით, იტალია ხედავს უკრაინის ძალისხმევას, მიუახლოვდეს ევროკომისიის მიერ დასახულ მიზნებს რაც შეიძლება მოკლე დროში, ხოლო როგორც პრემიერი აღნიშნავს, იტალია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც შეიძლება მალე მოხდეს. "ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა და უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ დავეხმარებით [უკრაინას] და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ [ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს", - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)