|
2023-04-20 12:17:42, 1539 ნახვა
ომი უკრაინაში
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ
დანია და ნიდერლანდები უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DR.dk-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ტანკების გადაცემასთან დაკაშვირებით განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა გააკეთეს. "ჩვენ ვსაუბრობთ დანიის მხრიდან დიდ შემოწირულობაზე ნიდერლანდებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, უკრაინას გადავცემთ 14 Leopard 2-ის ტანკს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც ემატება უკვე გამოცხადებულ 100-მდე მეორადი Leopard 1 მანქანას,- განაცხადა რასმუსენმა. გამოცემის ცნობითვე, პულსენმა აღნიშნა, რომ 14 Leopard 2 უკრაინას 2024 წლის დასაწყისში მიეწოდება. გარდა ამისა, პულსენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2023 წლის ბოლომდე უკრაინაში მინიმუმ 80 Leopard 1 ტანკს მიაწვდის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)