|
2023-04-14 14:26:33, 1801 ნახვა
ომი უკრაინაში
ბერბოკი - გერმანიას სურს, ჩინეთმა იმოქმედოს რუსეთზე, რათა უკრაინაში აგრესია დაასრულოს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოუწოდებს ჩინეთს, უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციაზე თავისი გავლენა გამოიყენოს. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს. ჩინეთში ვიზიტით მყოფმა გერმანელმა დიპლომატმა თქვა, რომ ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს. "გერმანიას სურს, ჩინეთმა იმოქმედოს რუსეთზე, რათა საბოლოოდ დაასრულოს თავისი აგრესია“, - განაცხადა ბერბოკმა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩინ განგმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს იარაღს არ მიაწვდის. ცნობისთვის, ანალენა ბერბოკი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ, სამხრეთ კორეაში, შედეგ კი იაპონიაში ჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)