14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 13:47:11, 768 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ესტონეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ესტონეთის გენერალურ პროკურორს ანდრეს პარმასს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ, ანდრეს პარმასს საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გენერალურმა პროკურორებმა ურთიერთანამშრომლობის გაძლიერების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

"ანდრეს პარმასმა, თავის მხრივ ქართველ კოლეგებს მისდამი დაქვემდებარებული უწყების საქმიანობასა და გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაუზიარა.

შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა ესტონეთის გენერალურ პროკურორს, უწყების შიგნით დანერგილი ციფრული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ირაკლი შოთაძემ, სტუმარს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს", - ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics