10:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 16:29:06, 1619 ნახვა

ომი უკრაინაში
დუდა - პოლონეთი უკრაინას კიდევ ოთხ MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს

პოლონეთის მთავრობა უკრაინას კიდევ ოთხ  MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ვარშავაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდას თქმით, ვარშავა ასევე მზად არის, კიდევ მეტი თვითმფრინავი გაგზავნოს კიევში.

"ჩვენი საწყობებიდან ოთხი MiG-29, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე გადაეცათ. უკრაინას დამატებით კიდევ ოთხი MiG-29 გადაეცემა.

ჩვენ ასევე მზად ვართ, უკრაინას კიდევ ექვსი MiG თვითმფრინავი გადავცეთ, რომელთა გადაცემაც საკმაოდ სწრაფად შეიძლება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს MiG თვითმფრინავები, რომლებიც განახლებულია ნატო-ს სტანდარტებზე. ჩვენ მაინც დაგვჭირდება ეს MiG",- განაცხადა დუდამ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ პოლონეთი საჭიროებისამებრ შეძლებდა უკრაინაში სხვა MiG-ების გადაყვანას.

"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ ჩვენი სხვა MiG-ების გადაყვანას, თუ საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი მოკავშირეების თანხმობა იქნება საჭირო, რადგან მოდერნიზაციის შემდეგ მათ აქვთ შეერთებული შტატებიდან გადაცემული აღჭურვილობა," - დასძინა დუდამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 5 აპრილს პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენმა, ანჯეი დუდამ მიიღო. დუდასთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცსკისთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics