19:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 10:09:24, 1533 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები გადამწყვეტ მომენტში მეომრები ხდებიან

ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები გადამწყვეტ მომენტში ხდებიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიო მისი გამარჯვებისთვის გააერთიანა.

"ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია. უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში - ისინი არ კარგავენ ძალას, ისინი იბრძვიან, ისინი არ ეძებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია.

ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელიც რეალურად შედგება ყველა იმ ადამიანის მოქმედებისგან, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის და თავიანთი ძმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მტერმა ვერ მიიტაცოს ვერც ჩვენი მიწა და ვერც უკრაინის დიდება.

დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! დიდება ყველას, ვინც მხარს უჭერდა უკრაინას!
კურთხეული ხსოვნა და მარადიული პატივი ყველას, ვისი სიცოცხლეც რუსულმა დაბომბვამ და დარტყმებმა შეიწირა! დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics