10:23 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-14 22:53:58, 1382 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა, ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო,სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მცირეწლოვანის ოჯახს.

პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე,  სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე,რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც პასუხისმგებელი  იყო ე.წ. გასაბერი ბატუტის კონსტრუქციის მოწყობის, ექსპლუატაციის და უსაფრთხოების  წესების დაცვაზე,  არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები, კერძოდ ბატუტის მყარ ზედაპირზე არსებულ სამაგრებზე მიბმა,  ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევით განახორციელა.   

ბრალდებულის მხრიდან ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად,  ბატუტი, რომელზეც ორი მცირეწლოვანი  ერთობოდა,  ქარმა  რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით გადაისროლა, რა დროსაც ბავშვებმა  სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი მცირეწლოვანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, სამედიცინო დაწესებულებაში  აგრძელებს მკურნალობას.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 -ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც სიცოცხლის მოსპობა) წარედგინა.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება  დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი, სხვა პირების დადგენის მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics