13:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 18:54:01, 1232 ნახვა

სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში უცვლელად დარჩა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო ორი პირის მიერ 2021 წლის 15 სექტემბერს ჩადენილი ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის შესახებ, რის გამოც მათ პოლიცია ეძებდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მსჯავრდებულმა წინასწარ შეუპირებლად, დაფარა ბრალდებულთა ადგილსამყოფელი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს და ისინი საკუთარ სახლში შეიფარა. კერძოდ, დანაშაულის ჩამდენი პირები 2021 წლის 19 სექტემბერს ღამით, დაახლოებით 02:03 საათზე მივიდნენ მსჯავრდებულის სახლში, ღამე გაათენეს და იმავე დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, მათ ამ უკანასკნელის მიერ გამოძახებული ტაქსით ტერიტორია დატოვეს.

პროკურატურამ ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა) წარუდგინა ბრალდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, უცვლელად ძალაში დარჩა და მსჯავრდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics