16:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-21 16:28:55, 786 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური - 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება

პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და  62%-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მეტია, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას.

„გასული წელი მსოფლიოსთვის რთული წელი იყო. უმთავრესი,  რაც ჩვენმა ქვეყანამ შეძლო, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და სამთავრობო გეგმის მიხედვით გაწერილი სხვადასხვა რეფორმისა და პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია.

„2022 წელს პოლიციამ კვლავ გააგრძელა დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და ამაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება როგორც პრევენციული ღონისძიებები, ასევე, სწრაფი რეაგირება მომხდარ დანაშაულზე, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახა. პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2022 წლის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62 %-ს აღემატება, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 12%-ით მაღალია. რაც შეეხება დანაშაულის დინამიკას, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა დაკლებულია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა და ქურდობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics