08:33 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-16 11:46:01, 2496 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - რუსეთი 24 თებერვალს უკრაინაზე მასიურ თავდასხმას გეგმავს - მზად ვართ ამისთვის

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთი 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის წლისთავზე, მასიურ თავდასხმას გეგმავს.

დანილოვის თქმით, უკრაინა მზად არის, დარტყმას გაუმკლავდეს.

"ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ვფიქრობ, უკვე ვიცით, რა არის თავდასხმები, მას შემდეგ რაც ერთ დღეში 115-120 რაკეტა "მივიღეთ". ამ დღესაც გავუმკლავდებით. დიახ, რთული იქნება, უნდა მოვემზადოთ ამისთვის და მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გადავლახავთ", - განაცხადა დანილოვმა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის თქმით, ზაფხულში, ფრონტსა და ცალკეულ მონაკვეთებზე სრულიად განსხვავებულ ვითარება იქნება.

„ახლა აქვთ ფრაზა -  „ახალი მიწები“. ჯერ ერთი, ესენი არ არიან „ახლები“, არამედ ჩვენი ძველი მიწებია და არ ვაპირებთ მათ დათმობას. მეორეც, ვნახოთ, ვისი მიწა იქნება ომის შემდეგ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: რუსეთის ფედერაცია დაიშლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საფრთხეს შეუქმნის არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს", - თქვა დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics