|
2023-02-10 13:24:29, 1378 ნახვა
ეკონომიკა
ტრასეკას გენერალური მდივანი - დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის
გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ტრასეკას მარშრუტების როლი დღეს ძალიან აქტუალურია, პრიორიტეტები გადახედილ იქნა და დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს - გადამზიდავებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის,- აცხადებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის „ტრასეკას" გენერალური მდივანი ასეტ ასავბაევი, რომელიც თბილისში ორგანიზაციის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიურ, რიგით მე-16 სხდომის მუშაობაში მონაწილეობს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, როგორც ასეტ ასავბაევი აღნიშნავს, ტრასეკას პლატფორმა მის წევრ ქვეყნებს ეხმარება, შექმნან საკანონმდებლო საფუძველი საზღვრების გადაკვეთის, შეზღუდვების თავიდან აცილების, გადაზიდვების გაუმჯობესებისთვის ერთიანი სატრანსპორტო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. უწყების ცნობითვე, რაც შეეხება დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაზე ახალი გემის მიღების კონცეფცია, გადაზიდვების საფასურის შემცირების მიზნით - კასპიის ზღვაზე ბორნის საშუალებით. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება. დღეს კი სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ასევე ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება. ამასთან, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ინიციატივები, როგორიცაა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარების მხარდაჭერა, მიმართულია ჩვენი მარშრუტის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ. ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში ვგეგმავთ, შევიმუშაოთ ტარიფების წარმოების ერთიანი მიდგომა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რათა ის მიმზიდველი იყოს ჩვენს მარშრუტებზე. დღესდღეობით ამ ტარიფებს თითოეული ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრავს, ჩვენი მიზანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არსებობდეს, შეგვეძლოს ამა თუ იმ სატარიფო შეღავათების გამოყენება, რათა საბოლოო ტარიფი კონკურენტუნარიანი და საინტერესო იყოს", - აღნიშნა „ტრასეკას" გენერალურმა მდივანმა.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)