|
2023-02-03 16:43:49, 1116 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 39 ადამიანი დააკავა
აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა 39 ადამიანი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, სამართალდამცველებმა 39 ადამიანი საბოტაჟის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მანამდე კი შვიდი ჟურნალისტი ირანის სასარგებლო პროპაგანდისთვის დაიჭირეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ელშად ჰაჯიევმა Meydan TV-სთან თავდაპირველად დაკავებული 39 ადამიანი აზერბაიჯანულ სოციალურ სივრცეში აქტიურად ეწეოდა პრო-ირანულ პროპაგანდას, ინფორმაციას აწვდიდა ირანულ სპეცსამსახურებს და "რელიგიური ფარის ქვეშ" ახორციელებდა საბოტაჟს. მისივე თქმით, დაკავებულები ცდილობდნენ, რომ "აზერბაიჯანში დამკვიდრებული ტოლერანტულობის ტრადიციისთვის ძირი გაეთხარათ". აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ირანთან დაკავშირებული პირების მასიური დაკავება ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)