14:16 - 27 Jun, 2026
|
2023-02-02 09:06:45, 1487 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა დღეს ღამით დონეცკის რეგიონის ქალაქ კრამატორსკზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, პავლო კირილენკომ განაცხადა. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 21 დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. კირილენკოს თქმითვე, საცხოვრებელ სექტორს "ისკანდერ-K" ტიპის რაკეტით დაარტყეს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება. "რუსულმა ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ სექტორს ისკანდერ-K რაკეტით დაარტყეს. დაზიანდა სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი მთლიანად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და 21 დაშავდა. შესაძლოა ხალხი ნანგრევების ქვეშ იყტოს",- განაცხადა კირილენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)