|
2023-02-02 09:04:54, 1838 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - EU უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს
ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ აპირებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. BBC-ის ცნობით, ბორელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე საუბარმა EU-ს წევრ ქვეყნებს შორის "სერიოზული უთანხმოება" გამოიწვია. ცნობისთვის, უფრო ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაგზავნის იმ პირობებშიც კი, როდესაც აშშ, არტილერიისა და ტანკების სახით, კიევისთვის სამხედრო დახმარებას აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისთვის მზადყოფნა ჯერჯერობით მხოლოდ საფრანგეთმა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)