14:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 21:24:38, 1695 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება პუტინის არჩევანის ომი

დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი.

მისივე თქმით, რუსეთი უფრო მასიური ომისთვის ემზადება და ხდება მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია. მან დასძინა, რომ ისინი აქტიურად იძენენ ახალ იარაღს, მეტ საბრძოლო მასალას და აძლიერებენ საკუთარ წარმოებას.

„დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის აგრესიის ომი, ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მან გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეჭრა. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე. მაგრამ გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვის მმართველები ემზადებიან მშვიდობისთვის

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უფრო მასიური ომისთვის ემზადება, რომ უფრო მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია ხდება. ისინი აქტიურად იძენენ ახალ იარაღს, მეტ საბრძოლო მასალას, აძლიერებენ საკუთარ წარმოებას, მაგრამ ასევე იძენენ მეტ იარაღს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ასე რომ, სანამ ეს ასეა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, რადგან ყველას, ვისაც სჯერა დემოკრატიის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics