|
2023-01-27 09:16:06, 1446 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და სამხედროებს ეკიპაჟების მოსამზადებლად გაგზავნის
კანადა უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს და კანადელ სამხედროებს ევროპულ ქვეყნებში გაგზავნის, რათა უკრაინელი სამხედროების მომზადებაში დახმარება გაუწიონ. როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა თქვა, კანადა უკრაინაში ავღანეთის ომის დროს შეძენილ Leopard 2 A4 მოდელებს გაგზავნის. ცნობისთვის, პოლონეთი რამდენიმე კვირაში უკრაინას 14 Leopard 2-ის ტიპის ტანკს მიაწვდის. დიდი ბრიტანეთი უკრაინას მარტის ბოლოს გადასცემს თავის 14 Challenger 2-ის ტანკს. მომავალი კვირიდან დაიწყება უკრაინელი სამხედროების მომზადება ამ ტანკებთან მუშაობისთვის. გარდა ამისა, გერმანია გეგმავს მარტის ბოლომდე უკრაინას მიაწოდოს Leopard 2 საბრძოლო ტანკები. შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 31 Abraams-ის ტანკის გადაცემა გამოაცხადა, რომელიც უკრაინაში რამდენიმე თვეში ჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)