17:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 17:04:52, 1921 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საკადრო წმენდა ჩაატარა - სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან მინისტრის 6 მოადგილე გათავისუფლდა, ამასთან ერთად მიღებული იქნა გადაწყვეტილება 5 რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების საკითხზე. 

უკრაინის მედიის ცნობით, თანამდებობა დატოვეს შემდეგმა პირებმა :

  • დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;
  • ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ სტარუხი;
  • კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება;
  • სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივტსკი;
  • ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი

მანამდე პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ პირად ტელეგრამ არხზე გაავრცელა, მას არ განუმარტავს თუ რატომ დატოვა დაკავებული თანამდებობა. თანამდებობები ასევე დატოვეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის, პროკურორის, რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეებმაც. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics