|
2023-01-23 09:17:00, 1418 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს
გერმანია არ არის წინააღმდეგი, რომ პოლონეთმა უკრაინას Leopard 2-ის ტანკები გადასცეს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენს და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება. "ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები და ამიტომაც განვიხილავთ ამას ახლა ჩვენს პარტნიორებთან... ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და უკრაინის ტერიტორია გათავისუფლდება”,- განაცხადა ბერბოკმა. ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავას შეუძლია გერმანული წარმოების ტანკების კომპანია უკრაინაში ბერლინის თანხმობის გარეშე გადაიტანოს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა მზადაა მიაწოდოს ტანკები უკრაინას, მაგრამ ელოდებიან იმ ქვეყნის ნებართვას, სადაც აღნიშნული ტანკები აწარმოეს და გაყიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)