|
2023-01-19 11:16:21, 1942 ნახვა
მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე ავრცელებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში მატარებლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკვე კიევში მიემგზავრება, სადაც რამდენიმე შეხვედრის გამართვას აპირებს. „მე მივდივარ კიევში და დღეს შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალს და დეპუტატებს“, - განაცხადა მიშელმა. მისივე თქმით, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას არა მხოლოდ მისი დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. „უკრაინელებს სჭირდებათ და იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ ზომებს პრეზიდენტ ზელენსკისთან და მის გუნდთან, რათა უკრაინა გაძლიერდეს“, - დასძინა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)