|
2024-05-17 22:03:03, 1800 ნახვა
ეკონომიკა
I-Cash - სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის
XXI საუკუნე ციფრული სამყაროსა და ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაა. თანამედროვე მიღწევებმა განავითარა და შეცვალა ბიზნეს პროცესები, მათ შორის მარაგების მართვისა და კონტროლის კუთხით. დღეს უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენს დოკუმენტაციის წარმოება, ფასწარმოება და ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ოპერაციები, რადგან არსებობს ექსკლუზიური სავაჭრო პროგრამა I Cash. „აი-ქეში“ ქლაუდზე დაფუძნებული უნიკალური პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტისა და კაფე-რესტორნისათვის. მისი მეშვეობით შეძლებთ თქვენი ბიზნესის კომერციული საქმიანობის კონტროლს, მეტიც, გექნებათ წვდომა თქვენს ობიექტზე ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. მასში შეყვანილი ინფორმაცია იტვირთება ვირტუალურ სერვერზე და აღარ იკავებს ადგილს თქვენს კომპიუტერში. I-Cash მორგებულია ნებისმიერი ზომის სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესის საჭიროებებზე. იგი მარაგების მართვის კუთხით უზრუნველყოფს ყველაფერს, რაც ბიზნესის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო - სწრაფი ანგარიშსწორებიდან დაწყებული, ზუსტი ინვენტირების მენეჯმენტის და აღრიცხვით დამთავრებული. პროგრამაში მუშაობისთვის აუცილებლად ჩაგიტარდებათ უფასო ტრეინინგი, პროგრამასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მიიღებთ უფასო მხარდაჭერას აი-ქეშის გუნდისგან. ასევე აღსანიშავია , რომ პირველი თვის განმავლობაში უფასოდ შეგიძლიათ ისარგებლოთ „აი-ქეშის“ პროგრამული უზრუნველყოფით, უფასო ერთი თვის შემდეგ კი თვეში მხოლოდ 50 ლარიდან მიიღებთ უსაფრთხო და დაცულ სისტემას თქვენი ბიზნესის ავტომატიზაციისთვის. „აი-ქეშის“ სავაჭრო პროგრამის საშუალებით თქვენ დაზოგავთ ფულსა და დროს, რადგან კონტროლის მექანიზმისთვის აღარ დაგჭირდებათ დამატებითი ადამიანური თუ ტექნოლოგიური რესურსის მობილიზება. თუ გსურთ, დაიწყოთ I-cash-ის გამოყენება, დარეკეთ მითითებულ ნომერზე (032) 2 500 225, ან მიბრძანდით „ჯიესენის“ ნებისმიერ ფილიალში.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)