21:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 17:07:19, 1469 ნახვა

სამართალი
სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების (გ.ჯ. და ი.მ.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 376,48 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლის მიზნით, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები სამგზავრო ავტობუსის სავარძლის ქვეშ განათავსა და მალულად ცდილობდა შემოტანას.

ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 33 628,5 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს გ.ჯ.-ს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 5 244,5 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო ი.მ.-ს მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics