07:46 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-28 13:34:05, 1779 ნახვა

ომი უკრაინაში
მედვედევი - მოღალატეები, რომლებსაც რუსეთი ისე ეზიზღებათ, რომ მისი დამარცხება სურთ, მტრებად უნდა მივიჩნიოთ

მოღალატეები, რომლებსაც სძულთ რუსეთი, საზოგადოების მტრებად უნდა მივიჩნიოთ,- ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, ასეთი ადამიანები უნდა მოწყდნენ შემოსავლის წყაროებს და არ შეუშვან ქვეყანაში "ცხოვრების ბოლომდე". 

„მოღალატეები, რომლებსაც ისე ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა, რომ მისი დამარცხებისა და დაღუპვის მოწოდებით გამოდიან, უნდა განიხილებოდნენ საზოგადოების მტრებად. 

ვერ ვიშორებ იმ განცდას, რომ დიდი ტრაგედიის შემდეგ დადგა ამაზრზენი ფარსის დრო, ისევ გაუთავებელი ლანძღვა ხელისუფლების მიმართ და ომში სწრაფი დამარცხების სურვილები. ამ სისაძაგლეების ფონზე ჩვენი სამხედროები იცავენ ქვეყანას იარაღით ხელში, ყოველდღიურად იმყოფებიან საფრთხის ქვეშ და აჩვენებენ ნამდვილი გმირობის მაგალითს”,- წერს მედვედევი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics