|
2022-12-27 17:36:48, 1560 ნახვა
ომი უკრაინაში
დონეცკში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში 8 კაციანი ოჯახი დახოცეს, მათ შორის 4 ბავშვია
დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში, 8 კაციანი ოჯახი, მათ შორის 4 ბავშვი, დახოცეს. რუსული მედია საოკუპაციო ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელები მძარცველები იყვნენ და ისინი, სავარაუდოდ, უკვე დაიჭირეს, მაგრამ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ ივარაუდა, რომ მკვლელობა "ვაგნერების" ჩადენილია. ოკუპანტების ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცნობა ერთ-ერთი სახლის ტერიტორიაზე 8 ადამიანის, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანის ცხედრის აღმოჩენის შესახებ, მორიგე განყოფილებამ მიიღო. მასმედიის ცნობით, დაღუპულთაგან ყველაზე უმცროსი ერთი წლის ბავშვია. გარდა ამისა, დაიღუპნენ 7 და 9 წლის ბავშვებიც. ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, შემთხვევის გამო სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. ყველა მათგანი ნასამართლევია და სავარაუდოდ „აღიარეს, რომ დანაშაული ეგოისტური მიზეზების გამო, მანქანისა და ძვირფასი ქონების მოპარვის მიზნით ჩაიდინეს“. ოკუპანტების შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილებს შესაძლოა „უმაღლესი სასჯელი“ დაემუქროს. ანდრიუშჩენკო ვარაუდობს, რომ ასეთი დანაშაულები შეიძლება გაგრძელდეს, რადგან რუსეთმა ფრონტზე აიყვანა "არაადამიანები და კრიმინალები, ნეონაცისტები და სხვა ადამიანური ნაგავი".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)