|
2022-12-12 14:05:31, 2755 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. ზალუჟნიმ სამხედროებს სახმელეთო ჯარების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ უკრაინა დამცველების წყალობით გადარჩა. "გულწრფელად გილოცავთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დღეს! ჩვენი სამშობლო გვაძლევს ძალას, დავიცვათ იგი. უკრაინამ გაუძლო და აუცილებლად გაიმარჯვებს. მადლობა თქვენ, ძმებო და დებო. მადლობა თქვენ სამსახურისა და ფიცის ერთგულებისთვის. მარადიული ხსოვნა დაღუპულ ჯარისკაცებს! ჩვენი მოვალეობაა, გავაგრძელოთ ბრძოლა საკუთარი თავისთვის და მათთვის, მხარი დავუჭიროთ მათ ოჯახებს", - განაცხადა ზალუჟნიმ. ცნობისთვის, უკრაინის სახმელეთო ჯარების დღე, პრეზიდენტის 1997 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულების თანახმად, ყოველწლიურად 12 დეკემბერს აღინიშნება.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)