00:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-05 20:44:29, 1886 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას,ამის შესახებ ინფორმაციას,ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი უკვე მომზადებულია.

„3 წლის ვადით, 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის. 2026 წლამდე გაგრძელდება ცალკეული შეღავათის მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, მათ შორის, გადავადდება ბაზრობაზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებები მომზადდა, ასევე, ფისკალურ ნაწილში და საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში, რომელიც საფინანსო სექტორს ეხება.

„პირველ რიგში, ვისაუბრებ სადაზღვევო სექტორთან მიმართებით - სადაზღვევო სექტორი გამოიყოფა საფინანსო სექტორისგან და მისთვის ერთი წლით გადავადდება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა. რაც შეეხება საფინანსო სექტორის დანარჩენ ნაწილს (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ე.წ. „კლასიკური მოდელი". ამასთანავე, გაუქმდება 5%-იანი გადასახადი მათ მიერ გაცემულ დივიდენდზე, ხოლო მათი დასაბეგრი მოგება დაიბეგრება 20 პროცენტით, ნაცვლად 15 პროცენტისა", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, იცვლება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირისა და  მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთობლივი შემოსავლიდან ცალკეული ხარჯის გამოქვითვის პრინციპი. კერძოდ, საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი და  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას განახორციელებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics