18:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 09:50:50, 1750 ნახვა

ომი უკრაინაში
ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

რუსი ოკუპანტების მიერ ვიშგოროდზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავებულია 42 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის ოლქის ეროვნული პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნებიტოვის განცხადებით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია - ყველაზე პატარა კი, 5 წლის გოგონაა.

"დღეს კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა.  ასე რომ, ამ საშინელი დანაშაულისგან 7 გარდაცვლილი გვყავს. დაშავებულთაგან 6 ბავშვია. ყველაზე პატარა გოგონა კი, 5 წლისაა", - განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა.

მისივე თქმით, ვიშგოროდზე იერიში „X-101“-ის ტიპის რაკეტით განხორციელდა, მაღალსართულიან შენობასთან რუსული რაკეტის დაცემის შედეგად კი, კიდევ  4 შენობა, საბავშვო ბაღი და სკოლა დაზიანდა.

ნებიტოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლოს არც ერთი სამხედრო ობიექტი არ იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics