18:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 10:00:29, 1764 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - უკრაინისთვის მიწოდებული არტილერიის მესამედი უმოქმედოა, მისი შეკეთება პოლონეთში მიმდინარეობს

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა პოლონეთში მოაწყეს სარემონტო ბაზა, სადაც  უკრაინისთვის მიწოდებულ საარტილერიო იარაღს აკეთებენ,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრძოლის დროს მიღებული ცვეთისა და დაზიანების გამო, დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული დაახლოებით 350 საარტილერიო ნაწილიდან მესამედი უმოქმედოა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის პრიორიტეტი ამ იარაღის შეკეთების ორგანიზება, სწორედ ამიტომ, აშშ-ს სამხედროებმა მოაწყვეს სარემონტო ბაზა პოლონეთში.

გამოცემის წყაროების ცნობითვე, უკრაინული მხარე საჭიროდ მიიჩნევს, რომ ასეთი სარემონტო ბაზები ბრძოლის ველთან ახლოს იყოს განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ასეთი სერვის ცენტრების შექმნის ინიციატივით გამოვიდა გერმანიაც.

ის ასევე შექმნის სერვის ცენტრს სლოვაკეთში უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მოვლისა და შეკეთების მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics