13:57 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 19:31:07, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია - დეოლიგარქიზაციის უმოკლესი გზა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება. - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. 

"ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს - დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება...

ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. საქმე ბევრად უფრო პრობლემურად გვაქვს - პრობლემა ოლიგარქატში რომ იყოს, ამას ბევრად უფრო დადებით მოვლენად ჩავთვლიდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის ინტერესზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მინიმუმ რამდენიმე ადამიანის ინტერესი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს.

რაც არ უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ ჩვენ ოლიგარქიას ვებრძვით, ეს სერიოზულად არ გამოიყურება, რადგან ჩვენ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ - ამას ვერ გავცდით და ვებრძვით ოლიგარქიას, რომელიც შემდეგი საფეხურია". - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics