|
2022-11-17 13:08:54, 1158 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი - 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტის რესურსი 23,1 მილიარდი ლარია, საიდანაც სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე მთლიანი რესურსის 30 პროცენტია გათვალისწინებული.
რესურსის 26 პროცენტი - 6,1 მილიარდი ლარი მიიმართება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პროექტებზე; 11 პროცენტია (2,6 მილიარდი ლარი) გამოყოფილი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე; ასევე, 11 პროცენტამდეა (2,5 მილიარდი ლარი) თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დაფინანსება; კულტურისა და სპორტის დაფინანსება შეადგენს 831 მილიონ ლარს; გარემოს დაცვა - 617 მილიონ ლარს; პენიტენციური სისტემისთვის გათვალისწინებულია 227 მილიონი ლარი; სასამართლოებისა და პროკურატურის დაფინანსება - 192 მილიონი ლარი; საგარეო ურთიერთობები - 183 მილიონი ლარი; ვალების მომსახურება 1 მილიარდ 170 მილიონი ლარი; ყველა სხვა დანარჩენი მიმართულების დაფინანსებაზე ბიუჯეტის მთლიანი რესურსის 8 პროცენტზე ნაკლები მიიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)