|
2022-11-16 13:53:28, 1137 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს დაჯილდოება 2022 -ის ფინალისტები ცნობილია
„თიბისის“ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2022, ჟიურიმ ფინალისტი კომპანიები გამოავლინა. სულ 5 ნომინაციაში 15 ფინალისტი შეირჩა.
წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ - გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) - მწვანე ინიციატივებისთვის. ნაწილობრივ შეიცვლა გამარჯვებულების გამოვლენის წესიც. წელს პირველად, გამარჯვებულების შეფასების პროცესში მომხმარებლებიც ჩაერთვებიან, კერძოდ, ისინი ნომინაციაში - გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება საუკეთესო ბიზნესის გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას. მონაწილე ბიზნესების მომხმარებლების კვლევას, პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი, კვლევითი კომპანია ANOVA უზრუნველყოფს. ბიზნეს დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 - მა კომპანიამ გამოთქვა. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოების ფინალური ღონისძიებამდე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, სულ ცოტა დრო დარჩა. პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)