02:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 11:32:12, 1253 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ 100 %-იანი გრანტის მფლობელ 4 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

„საქართველოს ბანკმა” ოთხ სტუდენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი შეფასება მიიღეს, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა. 

შალვა წერეთელი, ნინო ჩოჩიშვილი, ანა ქარჩავა, მათე გეგუჩაძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ის სტუდენტები არიან, ვინც მაღალი შედეგები აჩვენეს მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში.სტიპენდიატები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის საბაკალავრო ეკონომიკური პროგრამისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე სწავლობენ.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განვახორციელეთ და მომავალშიც კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. მიგვაჩნია რომ, ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ წარმატებას. რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად და მაღალკვალიფიციურ კადრებად, რომლებიც საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - განაცხადა თამარ გოჩაშვილმა, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics