11:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 19:57:19, 1549 ნახვა

ომი უკრაინაში
ლაიენი - მხარდაჭერა ბოლომდე გაგრძელდება, უკრაინის მოდერნიზაციის და აღდგენის პროცესი აუცილებლად დაიწყება

მხარდაჭერა ბოლომდე გაგრძელდება, მოდერნიზაციის და აღდგენის პროცესი აუცილებლად დაიწყება. - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი განადგურდა, ასევე ასობით სკოლა, ხიდები, მაგისტრალები, ინდუსტრიული ცენტრები, ელექტროსადგურები და საჯარო შენობები. 

"უკრაინაში ომის შედეგად რამდენიმე ათასი სახლი განადგურდა, ასევე ასობით სკოლა, ხიდები, მაგისტრალები, ინდუსტრიული ცენტრები, ელექტროსადგურები და საჯარო შენობები. უკრაინელი ხალხი მზადაა ბოლომდე იბრძოლოს - იბრძოლოს თავისი მომავლისთვის და ქვეყნისთვის. დღეს ჩვენი აქ შეკრების მიზანიც ამ ბრძოლაში უკრაინელების დახმარებაა.
დასავლელი პარტნიორები უკრაინას ბოლომდე მხარს უჭერენ. ჩვენ 90 მილიარდის დახმარება უკვე გავაგზავნეთ. ამ თანხაში სამხედრო დახმარება არ იგულისხმება. ეს მხარდაჭერა ბოლომდე გაგრძელდება. მოდერნიზაციის და აღდგენის პროცესი აუცილებლად დაიწყება. ამასთან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული ინტეგრაციის გზაზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics