|
2022-10-25 12:15:13, 1083 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური პრაისის განცხადებაზე - ფაქტები არის ჯიუტი, საქართველო ყველგან არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე
ფაქტები არის ჯიუტი. საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ, უკუსვლა გამოიწვია. ღუდუშაურის აზრით, "რაღაც უკუსვლაზე" საუბარი დამაზიანებელია. "ფაქტები არის ჯიუტი. თუ ჩვენ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოს რეფორმების კუთხით, მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში, მაგალითად მოლდოვასთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ სურათი არის შემდეგი - საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ რაღაც უკუსვლაზე, ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებაზე და ა.შ. ეს მგონია, რომ აზიანებს, ზოგადად და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვის აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ვინ გამოხატავს ხალხის ნებას", - აცხადებს ღუდუშაური. შეგახსენებთ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით. პრაისის განცხადებით, "მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ ან უკუსვლამ, შექმნა უკუსვლები".
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)