18:41 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 11:56:17, 1829 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - ოკუპანტების სარაკეტო დარტყმები ცივილიზებული სამყაროსთვის სიგნალია, რომ „რუსეთის საკითხი ძალით უნდა მოგვარდეს”

მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო დარტყმები ცივილიზებული სამყაროსთვის სიგნალია იმისა, რომ „რუსეთის საკითხი ძალით უნდა მოგვარდეს”.

„მშიშრები ებრძვიან სათამაშო მოედნებს, ბავშვებსა და უბრალო ხალხს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის საკითხი ძალის გამოყენებით უნდა გადაწყდეს”, - წერს ერმაკი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქეში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

საერთო ჯამში, გასროლილი იქნა 50-ზე მეტი რაკეტა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ კიევში დაიღუპა 8 ადამიანი, ხოლო 24 დაშავდა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics