23:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 10:27:17, 1697 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-ს სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12,4 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12,4 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა .

მისი თქმით, 7,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4,5 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის.

„აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინას 12,4 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის მიწოდებას.ვარაუდობენ, რომ 7,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა თავდაცვის საჭიროებებისთვის, ხოლო 4,5 მილიარდი დოლარი უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ერმაკმა.

აშშ-ს სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარემ ლინდსი გრეჰემმა თქვა, რომ უკრაინის დამატებითი დახმარება, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინისთვის 12 მილიარდი დოლარის კანონპროექტით, ასევე შეიცავს დაფინანსებას, რომელიც "უკრაინელებს დაეხმარება გაატარონ დარჩენილი წელი, შეინარჩუნონ განათება და გადაიხადონ გადასახადები".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics