08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-22 11:12:11, 1039 ნახვა

ეკონომიკა
22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

22 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, 142 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან, 75 ათას ტონამდე რქაწითელი,  58 ათას ტონამდე საფერავი, 4 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 13 000-მდე მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 141 მილიონ ლარს აღწევს. გადამუშავებული რქაწითელიდან 14 ათასი ტონა ყურძნის 1 კილოგრამის ფასი 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე დაფიქსირდა. კომპანიების მიერ მევენახეებისგან შესყიდული საფერავის ჯიშის ყურძნის მთლიანი მოცულობიდან 35 ათას ტონამდე საფერავში, კილოგრამში გადახდილია 1.55-დან 1.75 ლარამდე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხარისხიან ყურძენზე მოთხოვნა არსებობს და ფასი შესაბამისია.

რთველი აქტიურ ფაზაშია კახეთის უმეტეს რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, რომელიც რთველის პროცესში, ტრადიციულად, მოგვიანებით ერთვება.

რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ამ ეტაპამდე ყურძნის დაწურვის პროცესში 205 საწარმო იყო ჩართული. ყურძნის დღე-ღამური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია.

გასული წლების ანალოგიურად,  რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს კოორდინაციას რთველის შტაბი უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics