14:18 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-17 12:43:17, 1432 ნახვა

სამართალი
ირაკლი კობახიძის დედა „ტვ პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედა ტელეკომპანია „პირველს“ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას TV Imedi ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,  განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი ტელეკომპანიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ზაალიშვილი აცხადებს, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყოველი წინადადება სიცრუეზე იყო აგებული. მისი თქმით, რეპორტაჟში ფაქტები მიზანმიმართულად დაამახინჯეს, თითქოს მან თეატრალური უნივერსიტეტის მიერ გაცემული ყალბი დიპლომის ნამდვილობა ხელმოწერით დაადასტურა.

ზაალიშვილის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და მისი შვილის - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი 20 სექტემბერს გახდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics