14:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-13 10:54:21, 1039 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული დ.გ. და 1971 წელს დაბადებული ი.პ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ე.წ. სკანერის გამოყენებით ხსნიდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებს, საიდანაც პირად ნივთებსა და ფულს იპარავდნენ.

პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული პირები დააკავა. ნაქურდალი ნივთები და ფული ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics