09:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-22 14:33:03, 1948 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულ ძალები - დამოუკიდებლობის დღეს ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად ვართ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არ გამორიცხავენ მტრის შეიარაღებულ პროვოკაციას უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის, თუმცა აცხადებენ, რომ მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც კრიზისული.

სარდლობის სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, განიხილება სხვადასხვა სცენარის განვითარება.

„ჩვენი სამხედროები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები, კრიზისული სიტუაციები. საჰაერო ძალების ჯარისკაცები დაიცავენ ჩვენს ცას. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ რისთვის ემზადება მტერი, მიმდინარეობს მუდმივი დაზვერვა. თქვენ უნდა იცოდეთ რა ძალები და საშუალებები აქვს კონცენტრირებული მტერმა ჩვენს საზღვრებთან მისადგომებზე“,- განაცხადა იგნატმა.

მისივე თქმით, უკრაინული მხარე ითვალისწინებს და აკონტროლებს რუსული თვითმფრინავების და ვერტმფრენების არსებობას ბელორუსის, რუსეთისა და ყირიმის აეროდრომებზე, ასევე სარაკეტო იარაღს, რომელსს კონცენტრირებაც უკრაინის საზღვრების ირგვლივ ხდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს და ვეცდებით ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მტერმა, სავარაუდოდ, ჩვენს მთავარ დღესასწაულზე მოამზადა“,- დასძინაიური იგნატმა.

გარდა ამისა, კიევის სამთავრობო კვარტალში მდებარე დაწესებულებების თანამშრომლებს რეკომენდირებული აქვთ დისტანციურად მუშაობა მომდევნო კვირაში. 

ასეთი ზომები დაკავშირებულია დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის მხრიდან თავდასხმების გაზრდილ რისკთან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics