09:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 09:59:37, 1591 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოლო 24 საათში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს,- ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერ კიდევ შეუძლებელია.

„რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 19 აგვისტოდან რუსებმა დონბასში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: ოთხი ბახმუტში, ერთი დრუჟბაში, ერთი კონსტანტინოვკაში და ერთი სევერნიში. კიდევ 13 ადამიანი დაშავდა",- წერს კირილენკო.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა დონბასში რამდენიმე მიმართულებით, მასიური შეტევა დაიწყო. ბრძოლები გრძელდება. კერძოდ, მტრის თვითმფრინავები მოქმედებდნენ მარინკას მახლობლად, ამასთან, ოკუპანტები ავდიივკას მიმართულებით ტანკების გამოყენებას ჯერ კოდევ აგრძელებენ.

გარდა ამისა, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დონბასში სასტიკი ბრძოლები გრძელდება. კერძოდ, უცვლელია ამ მიმართულებით ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილი - ავდეევკა, მარინკა, პესკი და ბახმუტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics