22:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-14 13:50:17, 1345 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი ვინიცას სარაკეტო იერიშზე - რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?

 რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი?,- ასე გამოეხმაურა რუსეთის ჯარების მიერ ვინიცაში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, რუსეთი ტერორიტული სახელმწიფოა, რომელიც ყოველდღე კლავსმშვიდობიან მოსახლეობას.

"რუსეთი ყოველდღე ანადგურებს მშვიდობიან მოსახლეობას, კლავს უკრაინელ ბავშვებს, ესვრის რაკეტებს სამოქალაქო ობიექტებს. სადაც არაფერია სამხედრო. რა არის ეს, თუ არა ღია ტერორისტული აქტი? არაადამიანები. ქვეყნის მკვლელი. ქვეყანა-ტერორისტი", - განაცხადა პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ვინიცაში მდებარე სავაჭრო ცენტრზე ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში განახორციელეს, დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი . ვინიცას სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ბორზოვმა დაადასტურა ქალაქზე დარტყმები: "ჩვენ გვაქვს სარაკეტო იერიში ვინიცაში. არიან დაღუპულები და დაჭრილები. რაოდენობა ზუსტდება. რეგიონის თავზე 4 რაკეტა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა". წინასწარი ინფორმაციით, შენობას საოფისე ფართით 3 რუსული რაკეტა მოხვდა . აფეთქების შედეგად ასევე დაზიანდა ოფიცერთა სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსები.   ხანძარი გავრცელდა ავტოსადგომზე, სადაც სულ მცირე 50 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics